მეცნიერული მენეჯმენტი

მეცნიერული მენეჯმენტი
მეცნიერული მენეჯმენტი თავიდანვე ორიენტირებული იყო მოსამსახურე პერსონალის პროდუქტიულობის ზრდაზე და 4 ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა: • თითოეული საქმის (სამსახურის) სისტემური ანალიზი, მისი შესრულების ეფექტური და მოქნილი გზის გამონახვა („ერთადერთი საუკეთესო გზა“). • კონკრეტული საქმის შესასრულებლად შესაფერისი ხალხის შერჩევა მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. • შერჩეული მოსამსახურე პერსონალის განათლება, წვრთნა და განვითარება. • მენეჯერებსა და მოსამსახურეებს შორის პასუხისმგებლობა თითქმის თანაბრად ნაწილდება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მენეჯერებს ეკისრებათ. ამ სკოლასთან ყველაზე ახლოს იდგა ფრედერიკ უ. ტეილორი (Frederick W. Taylor, 1856-1915), ინჟინერ-მექანიკოსი, რომელმაც მართვისადმი ტრადიციული მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა და „მეცნიერული მენეჯმენტის მამის“ სახელი დაიმკვიდრა. ტეილორს სჯეროდა, რომ ეკონომიკური წახალისება საუკეთესო მოტივია. მოსამსახურეები კარგად იმუშავებენ, თუკი მაღალ პროდუქტიულობას მაღალი ხელფასები მოჰყვება, მაღალ პროდუქტიულობას კი, პირიქით, კარგი ანაზღაურების შედეგად მიაღწევენ. გასაკვირი არ არის, რომ იგი მკაცრად გააკრიტიკეს ადამიანების მანქანებად მიჩნევის გამო. და მაინც ამ საქმეში მისი წვლილი მნიშვნელოვანი იყო. მენეჯმენტის სპეციალისტი პიტერ დრაკერი (Peter Dracker) ტეილორს მიაწერს „იმ უზარმაზარ გავლენას, რომელმაც მშრომელთა მასები არნახულ დონემდე აიყვანა განვითარებულ ქვეყნებში“ თანამედროვე მეცნიერული მენეჯმენტის პრინციპები სამსახურის ანალიზის, მოსამსახურეთა შერჩევის მეთოდებისა და მათი წვრთნაგანვითარების გზით მიდის.
Source: პრინგლი, პიტერ. ელექტრონული მედიის მენეჯმენტი / პიტერ კ. პრინგლი, მაიკლ ფ. სტარი, უილიამ ი. მაკკავიტი - თბ. : ფონდი „ინტერ ნიუსი“, 2001/ნაწ. 1 : სამაუწყებლო სადგურის მენეჯმენტი - , 2001

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "მეცნიერული მენეჯმენტი" в других словарях:

  • მენეჯმენტი — • მენეჯმენტის, (მართვის) მრავალმაირი განსაზღვება არსებობს. საზოგადოდ ის გულისხმობს იმ ელემენტებსა და ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს გარკვეული სტრუქტურის არსებობას თუ შენარჩუნებას როგორც ოგანიზაციულ სისტემაში, ისე მიზნებისა და პროგრამების რეალიზებაში …   Georgian encyclopedia

  • მენეჯმენტის თანამედროვე თეორია — 1960 იანი წლებისათვის მენეჯმენტის თეორია შედგებოდა კლასიკური, ბიჰევიორული (ქცევის) და მეცნიერული მენეჯმენტის სკოლის ელემენტებისაგან, მაგრამ თეორეტიკოსები ვერ აყალიბებდნენ ერთიან, მწყობრ თეორიას მენეჯმენტის სფეროში. ერთმა ავტორმა სიტუაცია ჯუნგლებს …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»